ლევან მგალობლიშვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გამოცხადებული ნდობისთვის. სპორტის მინისტრის მოადგილეობა არის შესაძლებლობა, ჩემს გუნდთან ერთად ვემსახურო ჯანსაღი ცხოვრების წესს. ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობასა და ახალგაზრდებს, რომ მე, ნებისმიერი პოზიციიდან ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით", - წერს მგალობლიშვილი.

შეგახსენებთ, ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს