„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბრენდინგის საფუძვლებზე ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, ბრენდის დიზაინერის, ერეკლე ინაშვილის ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „ბრენდინგის საფუძვლები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ 15 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. იგი 4 სთ-იან პრაქტიკულ სამუშაო სესიას წარმოადგენს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბრენდინგის პროცესების შესახებ ინდივიდუალური ხედვების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ვორკშოპის მონაწილები პროდუქტის იდენტობის შესაქმენლად პრაქტიკულ მაგალითებსა და მეთოდებს მოისმენენ. ამასთანავე, ვორკშოპზე:

  • მიიღებენ საბაზისო ცოდნას ბრენდინგის საწყისებზე
  • გაიგებენ, რა არის ბრენდის არქეტიპული მოდელი და უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი
  • გაეცნობიან პრაქტიკულ მაგალითებს, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად.

საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, მათ გავუზიაროთ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც კონკურენტულ გარემოში გაძლიერებასა და სწორად პოზიციონირებაში დაეხმარებათ. ვორკშოპები, როგორიცაა ამჯერად ბრენდინგის საფუძვლები, შექმნილია იმისთვის, რომ მეწარმეებმა საკუთარი ბრენდის უნიკალური ღირებულება უკეთ გაიაზრონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა