თინა ბოკუჩავა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და საგარეო მინისტრს მიჰაი პოპსოის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას განმარტებით, აუცილებელია ძალისხმევის გაორმაგება საგარეო ფრონტზე იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.

“ჩვენ შევხვდით, როგორც მაია სანდუს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს. მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქ, კიშინიოვში იმყოფებიან ვაიმარის სამკუთხედის სამივე ლიდერები - პრეზიდენტი მაკრონი, პრემიერ-მინისტრი დონლად ტუსკი და კანცლერი მერცი, რაც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ყველა ძალისხმევას დებს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაში, რომელიც არის მთავარი გარანტი მშვიდობის, თავისუფლების და ევროპული კეთილდღეობის ევროპულ სივრცეში. ჩვენ დღეს ამ შესაძლებლობას გვართმევს ივანიშვილის კრიმინალური ბანდა მაშინ, როდესაც ევროპაში ჩვენც გველოდებიან, ქართველ ხალხსაც ელოდებიან და ეს შესაძლებლობა ხელის გულზე დევს, ამიტომაც აუცილებელია გავაორმაგოთ ძალისხმევა საგარეო ფრონტზე იმისთვის, რომ საქართველო არ მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ასევე ქვეყნის შიგნით და ამ პროცესების სინქრონიზაციით მოვიტანოთ რეჟიმის ცვლილება და დავაბრუნოთ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა