თინა ბოკუჩავა - უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე რეალურია, თუმცა ვმუშაობთ, რომ ეს შეეხოს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს, მის გარემოცვას და არა მოქალაქეებს

უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე რეალურია, თუმცა ვმუშაობთ, რომ ეს შეეხოს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს, მის გარემოცვას და არა ქართველ მოქალაქეებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მუშაობენ, მათ შორის პოლონეთთან იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს არ გაუუქმდეთ.

„დანიაში საგარეო მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი საქართველოზე, რადგან ორ დღეში იწურება ის ვადა, რომელიც ევროკავშირმა განუსაზღვრა ივანიშვილის რეჟიმს კონკრეტული მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა არანაირი ილუზია, რომ ივანიშვილი ამას შეასრულებდა, ჩვენ არ გვქონია. უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, რის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ევროპულ დედაქალაქებთან და განსაკუთრებით პოლონეთთან, რადგან სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს არა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არამედ ე.წ დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოყენებული იქნას მიზანმიმართულად კონკრეტული ჯგუფების მიმართ - ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი კორუმპირებული ელიტა, მოსამართლეები, მოძალადეები, ამ მიზნით შევხვდით მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკის, რადგან სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ ე.წ დროებითი შეჩერების მექანიზმის შერჩევითად გამოყენება არა საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ კონკრეტული ჯგუფების მიმართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს