გიგა ბოკერია - თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და მეც მეკუთვნის ბოდიშის მოხდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი უჭირს თანამშრომლობა, სადაც მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და მათ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს აკრიტიკებენ

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, თავადაც ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ „ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია“.

როგორც ის აცხადებს, სწორედ იმიტომ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი მათი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია, ბოდიშის მოხდა მასაც უწევს.

ამასთან, ბოკერია ფაქტს „სერიოზულ შეცდომას“ უწოდებს.

„ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო. პირველი ეხება სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს, მის წინააღმდეგ უხამსი ცილისწამების საპასუხოდ. ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია.

სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ბინძურ ბრალდებებს, მაგრამ ეს არანაირად ამართლებს თამარის რეაქციას. მან მალევე მოუბოდიშა საზოგადოებას. თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა. ამ დაუშვებელი რეაქციის ანატომიის ახსნა არ ემსახურება მის გამართლებას - მხოლოდ სერიოზული შეცდომის მიზეზის განმარტებაა.

მეორე საკითხია ამ ინციდენტის გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ. აშკარაა, რომ მათ ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მათ ლიდერს, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერის და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებს თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი. „ფედერალისტები“ კი ყოველთვის აუცილებლად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, კრიტიკულად გამოვეხმაუროთ იმას, რაც ჩვენი აზრით, საპროტესტო მოძრაობას აზიანებს. ამასთან ერთად, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ თანამშრომლობას განსხვავებული შეხედულებების, ზოგჯერ კი განსხვავებული ფასეულობების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორისაც იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს. ასეთი ამოცანა იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული, ე.წ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფარსის დელეგიტიმაცია.

ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტი 13 სექტემბრის საპროტესტო აქცია და ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და "ფეისბუქზე" დაწერა, "ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი".

აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. თინა ბოკუჩავამ რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე