გია ვოლსკი - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემა იმის გამო წამოიწია, რომ ხალხი გაბრაზდეს, ქუჩაში გამოვიდეს, სისხლი დაღვაროს და ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანოს - ამ ყველაფერს ევრობიუროკრატია უდგას სათავეში

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემა იმის გამო წამოიწია, რომ ხალხი გაბრაზდეს, ქუჩაში გამოვიდეს, სისხლი დაღვაროს და ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანოს - ამ ყველაფერს ევრობიუროკრატია უდგას სათავეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და მხოლოდ ის ადამიანები არიან დაჭერილი, ვინც ფიზიკურ დაპირისპირების ორგანიზებასთან არიან კავშირში.

ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მიმართ მიდგომა უსამართლოა.

„არავინ ასახელებს მაგალითს, თუ რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ზეწოლით ხელისუფლება შეიცვლება - რას გააკეთებენ იმისგან განსხვავებულს, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გადასარჩენად აკეთებს. რუსეთს ეკონომიკურად თუ სამხედრო ძალით დაუპირისპირდებიან?!

უნდათ საქართველოს ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის წინაპირობებს შექმნის. ყველაფერი ევრობიუროკრატიამ ჩაიგდო ხელში, რომლის უკან Deep State დგას, რომელსაც თავისი გეგმები აქვს. ეს გეგმა მხოლოდ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას არ უკავშირდება. მისი ამოცანები გაცილებით უფრო ფართოა.

ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველით და რასაკვირველია, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.

საქართველოსთვის რომელი თემაა პრიორიტეტული - გადარჩენის თუ ევრობიუროკრატიასთან ცალ ფეხზე დგომის თემა?! არ ველოდებით სანქციას, ვითარების გამწვავებას, არჩევნები არ გაყალბებულა, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და დაჭერილი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც ფიზიკური დაპირისპირების ორგანიზებასთან არიან დაკავშირებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს