შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე - ქართველი ხალხის მიმართ მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „არამეგობრულს “ უწოდებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც დიდი ბრიტანეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ანგარიშების გაყინვაზე.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ „ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემაზე” და აცხადებს, რომ ამან საზოგადოებაში გააჩინა „ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო“.

პაპუაშვილის თქმით, მან საელჩოს მოუწოდა ეჭვების გასაფანტად საზოგადოებისთვის აეხსნა, თუმცა საელჩომ „საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა“.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ, სულ რამდენიმე კვირის წინ, დიდი ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემას, კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიული კედლის გაზეთი "ტაბულასთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" მე-5 ნომრის, გია ჯაფარიძის რადიკალური ორგანიზაცია "მომავლის აკადემიისთვის".

ორივე შემთხვევაში, დაფინანსების მცდელობის საბაბი იყო, მათ მიერ, თითქოს, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტური მასალის მომზადება და არჩევნებზე დაკვირვებაა. ეს მაშინ, როცა ორივე სუბიექტის გაცხადებული მიზანი არჩევნების ჩაშლაა.

რა თქმა უნდა, ამან საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო.

მე, მაშინ, მოვუწოდე საელჩოს, რომ, ამ საკითხზე ეჭვების გასაფანტად, ყოფილიყო სრულად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ საელჩო პარტიული, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ცდილობდა და ასევე გაესაჯაროებინა, თუ ვის აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების პერიოდში.

ტრადიციულად, საელჩომ, ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი, ქართველი ხალხის მიმართ, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ”, - წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება".

ამასთან, განცხადებაში საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე