მარკო რუბიო - USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია, მის დახურვას კი რასი ვოუთი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

„პრეზიდენტთან ვიხუმრე, რომ ოთხი სამსახური მაქვს. მან მითხრა, ერთი ჩემი მეგობრის, რას ვოუთისთვის გადამეცა. ასეც მოვიქეცი. იანვრიდან ჩვენ გადასახადის გადამხდელების ათობით მილიარდი დოლარი დავზოგეთ. ძირითადი პროგრამების მცირე რაოდენობით სახელმწიფო დეპარტამენტში გადასვლით, USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია. რასი ახლა ხელმძღვანელობს სააგენტოს დახურვას, რომელიც დიდი ხნის წინ გადავიდა გზიდან. გილოცავთ, რას“, - წერს რუბიო.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს