დონალდ ტრამპი ტარიფების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ყველა ტარიფი ძალაშია - თუ ეს ტარიფები ოდესმე გაუქმდება, ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება

ყველა ტარიფი ძალაშია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტარიფების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„დღეს უაღრესად მიკერძოებულმა სააპელაციო სასამართლომ არასწორად განაცხადა, რომ ჩვენი ტარიფები უნდა გაუქმდეს, თუმცა მათ იციან, რომ საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატები გაიმარჯვებს. თუ ეს ტარიფები ოდესმე გაუქმდება, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება. ეს ფინანსურად დაგვასუსტებს და ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ის ამერიკის შეერთებულ შტატებს გაანადგურებს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „ტარიფები ამერიკელი მუშებისა და იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც პროდუქციას ამერიკაში ქმნიან, საუკეთესო ინსტრუმენტია“.

„დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი უგუნური პოლიტიკოსები ტარიფების ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებას უშვებდნენ. ახლა, მათ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს დახმარებით, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ, რათა ამერიკა კვლავ მდიდარი და ძლიერი გახდეს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა და დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გლობალური ტარიფების დაწესებით „თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა“.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი