პაატა მანჯგალაძე - მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა, მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო

არ დავთმოთ ჩვენი მომავალი, მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა. მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციებს ისე წარმოაჩენს, თითქოს, არეულობა იგეგმება.

„რატომ ცდილობს რეჟიმი 13 სექტემბრის მშვიდობიანი აქციისგან დახატოს აპოკალიფსი? საზოგადოება დღეს უკვე საკმარისად დაბრძენდა, რომ თვითონ განსაზღვროს რისთვის სჭირდება რეჟიმს ისტერიული პროპაგანდა აქციის წინააღმდეგ, რომელიც ითხოვს მხოლოდ ერთს - ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაცვას?

ამას აქვს ორი მიზეზი: დააფრთხოს ხალხი, რომ 13-ში არ მოვიდნენ, თითქოს „არეულობაა მოსალოდნელი". გააჩინოს იმედგაცრუება 4 ოქტომბრისთვის, როცა 13-ში, როგორც თავად ამბობენ, არანაირი არეულობა არ მოხდება, ისინი თავადვე იტყვიან, „ხედავთ? არაფერი გამოუვიდათ, ისევ ისეირნეს“.

ეს არის სცენარი, რომელსაც რეჟიმი წერს, მაგრამ ისტორიას ხალხი წერს და არა პროპაგანდისტები. არ ავყვეთ შიშს, არ დავთმოთ ჩვენი მომავალი, მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა. მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ