„ნაციონალური მოძრაობა” - გავაგრძელებთ ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მომხრე და გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა, „საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს".

„ადგილობრივ არჩევნებად წოდებული 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის დელეგიტიმაცია მასში არ მონაწილეობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა იყო, რომელიც ართანამშრომლობის მომხრე რვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი პოზიციითა და მოქმედებებით მკაფიოდ გამოხატა. ჩვენი ეს საერთო მიზანი მიღწეულია და ამაში ლომის წილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიუძღვის.

რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მომხრე და გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს. დღეს ქვეყნის ბედს, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციასთან ერთად, ქუჩის პროტესტი გადაწყვეტს. ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13 სექტემბრის, 27 სექტემბრის, 4 ოქტომბრის აქციებისთვის. ყველა საპროტესტო თარიღი არის ბრძოლის ხაზი, რომელზეც გადის საქართველოს გამარჯვება.

გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა, საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად და ეს ერთიანი ძალისხმევა აუცილებლად საერთო ეროვნულ გამარჯვებას მოიტანს!" - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე