რუსეთმა უკრაინას 142 დრონით შეუტია, დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას 142 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 126 ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდება კი - 6 ლოკაციაზე.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაშავდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა