ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

61 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში და სხეულის მრავლობითი დაზიანებით ჯერ „არქიმედეს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში გუშინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფმა დედა-შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა