ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს - დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა: ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო - მიხარია თქვენი ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მოხარულია, რომ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა, რადგან მრავალი განსახილველი საკითხი დაგროვდა.

„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით და დღევანდელი და ხვალინდელი ღონისძიებების ფარგლებში საუბრის შესაძლებლობით. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა, ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო და შინაარსიანი იქნება. მიხარია თქვენი ნახვა“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის დასაწყისში.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი დღეს დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური მიღებით გაიხსნა. სამიტის ოფიციალური პროგრამა ხვალ იწყება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა