ირაკლი კუპრაძე სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.­

მათივე ცნობით, ირაკლი კუპრაძე პირადად ეცნობა მოქალაქეების პრობლემებს, რომლის მოგვარებაც მერად არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. ორი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ერთიან კანდიდატს, ისნის შემდეგ, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობასთან ჰქონდა. ირაკლი კუპრაძე პირადად ეცნობა მოქალაქეების პრობლემებს, რომლის მოგვარებაც მერად არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი კუპრაძე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყველა უბანში მივა და ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას შეხვდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს