ფრიდრიხ მერცი - ვცდილობთ, ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, მაგრამ არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად - ხვალ დადგება სხვა ქვეყნის ჯერი, ზეგ კი ჩვენი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ინტენსიური დიპლომატიური ინიციატივების მეშვეობით ხორციელდება ძალისხმევა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს „უკრაინის კაპიტულაციის ფასად“, რადგან რუსეთი ამ შემთხვევაში უბრალოდ ხვალ სხვა ქვეყანას დაესხმება თავს.

ამასთამ მერცმა არ გამორიცხა, რომ ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.

„ჩვენ ვცდილობთ, ის რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად“, - განაცხადა მერცმა.

მერცის თქმით, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუ უკრაინა კაპიტულაციას გამოაცხადებს, დანებდება და ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს.

"ამ შემთხვევაში, ხვალ დადგება სხვა ქვეყნის ჯერი. ხოლო შემდეგ, ზეგ ეს ჩვენ ვიქნებით. ეს არ არის ვარიანტი", - განაცხადა მერცმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა