რუსებმა ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებს დაარტყეს - არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოხოვსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის არმიამ სოფელ ომელნიკს „კაბ“-ის ტიპის მართვადი ბომბებით შეუტია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაინგრა და ცოლ-ქმარი დაიღუპა.

ფედოროვის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტს 591-ჯერ დაარტყეს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად, კერძო სახლების, ბინების, ავტომობილების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ 57 შეტყობინება მიიღეს.

ამასთან, ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლში, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამოქალაქო ავტომობილს დაარტყა, რის შედეგადაც 59 წლის მამაკაცი დაშავდა, მისი 51 წლის მეუღლე კი - დაიღუპა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ