გურამ მაჭარაშვილი - 6 თვეში საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ - ამას ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც სესიაზე გამოვიტანთ

ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ - დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 6-თვიანი მუშაობის შემდეგ საგამოძიებო კომისია დასკვნას სასესიო სხდომაზე გაასაჯაროებს.

„ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს. ამას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც ჩვენ სესიაზე გამოვიტანთ - ეს საჯარო იქნება და დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომელიც რეჟიმებს ქმნიდა, რომელსაც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა