პაატა მანჯგალაძე - აბსურდის პიკი, ივანიშვილის სათამაშო ყაველაშვილი ტრამპს ეუბნება, მე სუვერენული ვარ, ხოლო შენ ტრამპო, „დიპ სთეითის“ მონაო - ყველანი რუსთაველზე, 4 ოქტომბერს!

აბსურდის პიკი, ივანიშვილის სათამაშო ყაველაშვილი ტრამპს ეუბნება, მე სუვერენული ვარ, ხოლო შენ ტრამპო, „დიპ სთეითის“ მონაო. ეს აღარ არის სახუმარო, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა.

„აბსურდის პიკი, ივანიშვილის სათამაშო ყაველაშვილი ტრამპს ეუბნება, მე სუვერენული ვარ, ხოლო შენ ტრამპო, „დიპ სთეითის“ მონაო. ეს აღარ არის სახუმარო.

წერილს, რომელიც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ გაუგზავნა ივანიშვილს, ივანიშვილი დაემალა. ახლა თავისი თოჯინათი ცდილობს საქმე გაურჩიოს აშშ-ს. ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, შესაბამისად არც საქართველო ყოფილა ასე შერცხვენილი და დაუცველი. რა ყაველაშვილმა ტრამპს მისწერა, ეს აბსურდი მალე უნდა დავასრულოთ. ამიტომ, ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ყაველაშვილის თქმით, პირადად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან - წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს“, - წერს ღია წერილში ყაველაშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა