გრიგოლ გეგელია - ცინიზმის მწვერვალია, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში - ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა

ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში - წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა.

„იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არცერთი რეფორმის მიმართულებით, რითაც მან პირდაპირი რისკის ქვეშ დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში. წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია. ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა, ისეთივე ცარიელი და უშინაარსო, როგორიც არის "ქართული ოცნების" მომაკვდავი რეჟიმი“, - განაცხადა გეგელიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა