ნატო-უკრაინის საბჭო, რუსეთის თავდასხმებთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრას გამართავს

ბრიუსელში დღეს ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება.

მისი ინფორმაციით, საბჭოს რიგგარეშე სხდომა უკრაინის მოთხოვნით და რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ გაიმართება.

“ველით, რომ გაიმართება ფოკუსირებული დისკუსია ერთობლივი ნაბიჯების შესახებ, რათა ადეკვატურად ვუპასუხოთ რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფას და უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას. მადლიერები ვართ ნატო-ს და ყველა მოკავშირის მიმართ, რომლებიც აგრძელებენ უკრაინისა და სამშვიდობო ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოვლენას. ომის გახანგრძლივების გამო მოსკოვმა შედეგი - უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს”, - წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც უკრაინის დედაქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი