ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელისეის სასახლის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ხუთშაბათს, 4 სექტემბერს პარიზში გაიმართება და მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და ჯერჯერობით უცნობია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავა თუ არა.

ასევე, მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა.

„სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გატარებულ სამუშაოებს და შეაფასებენ რუსეთის ქცევასთან დაკავშირებულ შედეგებს, რომელიც მშვიდობაზე უარს ამბობს“, - აცხადებს ელისეის სასახლე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს