იური უშაკოვი აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ზუსტად არ შეესაბამება იმას, რაზეც იქ შეთანხმდნენ. ყველა სამმხრივ შეხვედრაზე, პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრაზე საუბრობს, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, პუტინსა და ტრამპს შორის ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საფუძველი რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტები იყო.

„ანკორიჯში ბევრი შეთანხმება იქნა მიღწეული. როგორც მე ვიცი, ჩვენც და ამერიკული მხარეც ამ შეთანხმებების გამოყენებით ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის სხვა ლიდერებთან კონტაქტების დროს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე