გიორგი გახარია - დღეს "ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს, მაგრამ აქვს რესურსი, რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა, როდესაც საქართველოში ვიქნები, ამიტომ თბილისში დაბრუნებას არ ვაპირებ

მე არ ვთვლი დღეს, რომ "ოცნებას" აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

გახარიას განმარტებით, თუ ის საქართველოში დაბრუნდება, სახელისუფლო გუნდი მის დაკავებას ვერ შეძლებს, თუმცა, შეუძლია, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი შეუშალოს.

"დღეს "ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი გააქტიურებული აქვთ, მე არ ვთვლი დღეს, რომ "ოცნებას" აქვს რესურსი გიორგი გახარია დააპატიმროს. მაგრამ იმის რესურსი "ოცნებას", რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.

ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ. ფაქტია, რომ დღეს "ოცნებას" აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ჩემ პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბევრად უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც მე ვიქნები თბილისში“, - აღნიშნა გახარიამ “ტვ პირველთან“.

მისი თქმით, ამიტომ ჯერ თბილისში დაბრუნებას არ აპირებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა