ირაკლი კობახიძე - „ვაბანკზე“ წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს - აქამდე მიიყვანეს ოპოზიცია პატრონებმა

ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიცია მუდმივად უშვებს შეცდომებს, თუმცა ეს არის არა მათი, არამედ მათი პატრონების შეცდომები.

„მათ რაღაც გათვალეს ისეთ რამეზე, რაც არ იყო რეალური, ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა. შედეგად მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჩვენ დღეს გავეცანით კვლევის მორიგ შედეგებს და ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია. ასევე, თბილისში შეგვიძლია პირველივე ტურში თავისუფლად არჩევნების მოგება დღევანდელი მდგომარეობით. აქამდე მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია საკუთარმა პატრონებმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს