შალვა პაპუაშვილი - თუკი ვინმეს უნდა, ჩვენი საკითხი განიხილოს, კეთილი ინებოს და ჩვენი პოზიციაც მოისმინოს - ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მენტორებს - ვხედავთ, რომ ევროკავშირში ზოგიერთს ეს ეშლება

თუკი ვინმეს უნდა, რომ ჩვენი საკითხი განიხილოს, კეთილი ინებოს და ჩვენი პოზიციაც მოისმინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "მენტორობას საქართველოზე ცდილობდა ბევრი" და ასეთი იყო საბჭოთა კავშირი.

მისი თქმით, ევროკავშირში ეს "ზოგიერთს ერთმანეთში ეშლება".

,,თუკი ვინმეს უნდა, რომ ჩვენი საკითხი განიხილოს, კეთილი ინებოს და ჩვენც გვითხრას, მონაწილეობა მიგვაღებინოს და ჩვენი პოზიციაც მოისმინოს. არავინ არ არის ჩვენი მენტორი და ჩვენ არ ვართ ვინმეს შეგირდი, რომ ჩვენი საკითხი განიხილონ ჩვენს გარეშე „მენტორების“ წრეში.

ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მენტორებს. მენტორობას ჩვენზე ცდილობდა ბევრი და სულ ცოტა ხნის წინ საბჭოთა კავშირი იყო, ვინც გვემენტორებოდა, არ გვინდა ჩვენ საბჭოთა კავშირი, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები. ვხედავთ, რომ ევროკავშირში ზოგიერთს ეშლება ეს ერთმანეთში, განსაკუთრებით საბჭოთა გამოცდილების ქვეყნებს, თავად ვინც მენტორობის მსხვერპლები იყვნენ, დღეს ცდილობენ ქართველ ხალხს ჭკუა გვასწავლონ. რატომ ფიქრობს რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომ საქართველოს უნდა აუხსნან რა არის დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა, არ ვიცი. ან, თუნდაც, რატომ ფიქრობს რომელიმე ქვეყანა, რომ მეტი ეთქმის დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ან კორუფციასთან ბრძოლაზე, ვიდრე საქართველოს. შეხედეთ რეიტინგებს და აღმოჩნდება, რომ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან, ქართველი ხალხი ამას თავისი ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე ნეგატიურად იღებს”, - განაცხადა პაპუაშვილმა " რუსთავი 2"-ის ეთერში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე