ანტონიო გუტერეში - უკრაინაში დიდი ხანია ცეცხლის შეწყვეტის დროა

უკრაინაში დიდი ხანია ცეცხლის შეწყვეტის დროა, რაც სამართლიან, ყოვლისმომცველ და მდგრად მშვიდობას გამოიწვევს - გაეროს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს რეზოლუციების შესაბამისად, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.

ის ასევე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და პალესტინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის მოწოდებით გამოვიდა.

„სუდანიდან მიანმარამდე, საჰელამდე, ავღანეთამდე და მის ფარგლებს გარეთაც ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შევუწყოთ დიალოგს და უზრუნველვყოთ მშვიდობა“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში 31 აგვისტოს გაიხსნა და 1-ელ სექტემბრს დასრულდა. ღონისძიებას 20-ზე მეტი უცხო ქვეყნის ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების ლიდერები.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ