ბელგია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს

ბელგია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ განაცხადა.

მისი თქმით, ბელგია შეუერთდება ნიუ-იორკის დეკლარაციის ხელმომწერებს, რაც გზას გახსნის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ და პალესტინის სახელმწიფოს ისრაელთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ.

„გადაწყვეტილება მიღებულია პალესტინაში, განსაკუთრებით ღაზაში, მიმდინარე ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი ძალადობის საპასუხოდ“, - დასძინა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ბელგია ასევე დააწესებს 12 „მკაცრ“ სანქციას ისრაელის წინააღმდეგ, როგორიცაა მისი დასახლებებიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, ისრაელის კომპანიებთან სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის გადახედვა და „ჰამასის“ ლიდერების ბელგიაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადება.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს ზეწოლა ისრაელის მთავრობასა და „ჰამასზე“. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ბელგიის ერთგულებას პალესტინის რეკონსტრუქციის მიმართ და დასძინა, რომ ქვეყანა მხარს დაუჭერს „ევროპის ზომებს, რომლებიც ჰამასის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მხარს დაუჭერს ბელგიის ახალ ინიციატივებს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ