შს მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ, 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

„თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცვლიან ყველა საჭირო ინფორმაციას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყოველი არჩევნების წინ ფორმდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი