ნინო წილოსანი - გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს - თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება

გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს - პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, რომ პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს.

გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს. ეს მას და მის პოლიტიკურ ჯგუფს კარგად აღწერს. რაც შეეხება პარლამენტში შემოსვლას, მათი მხრიდან სიების არ ჩახსნა და ფარული სურვილი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ, შესაძლოა, ლოგიკურიც ყოფილიყო, რადგან საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, რომ პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს. მეორე მხრივ, იმ ზეწოლას ვერ გაუძლეს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობდა და ერთმანეთის წამხედურობით პარლამენტში შემოსვლა ვერცერთმა ვერ გაბედა. პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი