თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანტონ ჩეჩინის განაჩენი გამოცხადდა, ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანტონ ჩეჩინის განაჩენი გამოცხადდა, ხმაურია. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ­ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი გამოაცხადა, დამსწრეებმა და შენობაში მყოფებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე მათგანს ძალის გამოყენებით შენობა დაატოვებინა.

მანდატურის ერთ-ერთ თანამშრომელს, საქალაქო სასამართლოში მომუშავე ექიმი დახმარებას უწევს, კერძოდ, მას ცხვირი აქვს დაზიანებული. თავის მხრივ დაზიანებები აქვთ სასამართლოს შენობიდან გაძევებულ პირებს. ისინი მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს