შალვა პაპუაშვილი - დღეს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშს, 400 გვერდზე მეტი მოცულობის არის ეს ანგარიში

დღესაც მომსწრე ვართ, თუ როგორ უთხრის ძირს ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ დემოკრატიას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განუცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღესაც „ღიად საუბრობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე, დამხობაზე და ამის ნორმალიზებას ახდენენ მათი უცხოელი მფარველები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელს ართმევენ ამ ანტიდემოკრატიულ, ექსტრემისტულ დაჯგუფებას“.

„დღეს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშს, 400 გვერდზე მეტი მოცულობის არის ეს ანგარიში, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ჩვენება, ის მტკიცებულება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს შეეხება ხელისუფლებაში 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრობას, როგორც ანტიდემოკრატიულ, ექსტრემისტულ ორგანიზაციას ოპოზიციაში. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით და ვიხსენებდით იმ რეჟიმს, რომელიც დამყარებული ჰქონდა გარე დახმარებით „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში. ვისმენდით ყველა იმ ტკივილს, დანაშაულს, რომელსაც ეს რეჟიმი ჩადიოდა. დღესაც მომსწრე ვართ, თუ როგორ უთხრის ძირს ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ დემოკრატიას, თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესები, როდესაც ისინი ღიად საუბრობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე, საუბრობენ დამხობაზე და ამის ნორმალიზებას ახდენენ მათი უცხოელი მფარველები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელს ართმევენ ამ ანტიდემოკრატიულ, ექსტრემისტულ დაჯგუფებას. განხილვის შემდეგ პარლამენტი ანგარიშთან დაკავშირებით თავის პოზიციას დააფიქსირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, დოკუმენტი არის შესაძლებლობა, შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი.

„უკრაინის ხელისუფლება იხუტებდა და დღემდე იხუტებს წამების სისტემის შემქმნელებს, თან ცალი ხელით ძმობას და მეგობრობას ეფიცება ქართველ ხალხს. მინდა ყველას ვუთხრა, ეს დოკუმენტი არის იმის შანსი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხელახლა დაიბრუნონ, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ახლა არის ბოლო შანსი ყველა უცხოელი ძალისთვის, საბოლოოდ გაიაზროს, თუ რა ტიპის რეჟიმს და პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერენ მხარს. შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორი რეჟიმი, ეს არის შანსი ყველასთვის. მოვუწოდებ ხელისუფლების თუ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ეს შანსი მეორედ ხელიდან აღარ გაუშვან იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მეორედ აღარ აპატიებს მათ, ვინც ამის შემდეგ კიდევ იტყვის, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, „დემოკრატიის შუქურა“, პროევროპელი და ა.შ. ეს ტყუილი დღევანდელი განხილვის შემდეგ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის