შალვა პაპუაშვილი - მცდელობაა, რომ ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა, რათა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართველ ხალხს თავს

ეს არ არის პირველი 31 აგვისტო. ყოველ წელს, 2017 წლიდან მოყოლებული, 31 აგვისტო ყოველ წელს არის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ, ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს, თუ რა მდგომარეობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ 31 აგვისტოს ამოიწურა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ვადა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელის თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან მცდელობაა, ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა, რათა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართველ ხალხს თავს.

„ეს არ არის პირველი 31 აგვისტო. ყოველ წელს, 2017 წლიდან მოყოლებული, 31 აგვისტო ყოველ წელს არის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ, ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს, თუ რა მდგომარეობაა, რამდენად არის შესაბამისობაში როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ისე სტატისტიკა მიგრაციული იმ მოთხოვნებთან, რაც არსებობს უვიზო მიმოსვლის დროს.

პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ასე შემდეგ. ამ კუთხით, საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს. სამაგალითოც კია, როგორც ზრუნავს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქალაქეს არ უშვებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. საქართველომ თავისი ხარჯით დაიბრუნოს მოქალაქე ქვეყანაში. იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლოა არსებობდეს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში, პოლიციის ატაშეების ქსელია შექმნილი. საქართველო ამ მხრივ სამაგალითოა, ანგარიშში ასახულია, რა გაკეთდა ამ მხრივ.

რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიზებას და სპეკულაციების გამოყენებას. ეს სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ბრიუსელის თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან ბოლო პერიოდია ვაკვირდებით, როდესაც ქვეყნები თუ ბიუროკრატები ცდილობენ ევროკავშირის იდეა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიონ თავს სხვა ქვეყნებს. ამას ვხედავთ საქართველოს მაგალითზე. ისეთ კანონებს, როგორიც არის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, არაფერი აქვთ კავშირი უვიზო მიმოსვლასთან. მცდელობაა, რომ ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა, რათა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართველ ხალხს თავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია