პაატა მანჯგალაძე - რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ვეგუებით, მაგრამ როცა ხალხი ერთიანდება და მოქმედებს, რეჟიმი იშლება და მიდის

რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ვეგუებით, მაგრამ როცა ხალხი ერთიანდება და მოქმედებს, რეჟიმი იშლება და მიდის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს უნდა გაერთიანდეს და ყველა უსამართლობას პასუხი არჩევნებზე გასცეს.

„დღეს ისევ უკანონო განაჩენები იქნება, ჩვენი ახალგაზრდები ისევ დაისჯებიან თავისუფლებისთვის. რამდენ ხანს ვიქნებით ასე? ამ ყველაფერზე პასუხი არის 4 ოქტომბერი! ვინც მოვა აქციაზე, ის საქართველოსა და თავისუფლების მხარეს დგას, ვინც სახლში დარჩება - რეჟიმისა და უკანონობის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს ღირსების საკითხია! სახლში დარჩენა არის სირცხვილი, ერთად დგომა და მოქმედება ღირსება. რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ვეგუებით, მაგრამ როცა ხალხი ერთიანდება და მოქმედებს, რეჟიმი იშლება და მიდის! 4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ ყველას, ვისია საქართველო"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა