კახა კალაძე - შესაძლოა, ვინმეს სურდეს წარმოჩენა, თითქოს არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალეები შეიძინეს, თუმცა მათი გავლით ხდებოდა ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების დაპირისპირების დაფინანსება

შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომ ყველაფერი შეიფუთოს მხოლოდ პირბადეებისა და სათვალეების შესყიდვით, მაგრამ არ გამოვა, სხვა რეალობაა - ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების დაფინანსება - ეს ყველაფერი გარედან ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით მოდიოდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის განცხადებითვე, „სამწუხაროდ, საქართველოში არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ“.

„შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეიფუთოს მხოლოდ პირბადეებისა და სათვალეების შესყიდვით, მაგრამ არ გამოვა, სხვა რეალობაა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარედან ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით მოდიოდა. ეს ყველაფერი იფუთებოდა არასამთავრობოებით. ყველაფერი ხელის გულზე დევს. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ძალიან ბევრი ქილიკობდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი თავადვე გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. პირდაპირ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მცდელობები.

მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით და ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომლებიც შემოდიოდა ქვეყანაში, ზუსტად მათი გავლით ხმარდებოდა ქართულ პოლიტიკას - იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს მოჰყვებოდა რეაგირება.

დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მინდა წინასწარ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, თუმცა მინიშნებები რაზეც კეთდება და რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე