თეა წულუკიანი - ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას მიხეილ სააკაშვილთან ერთად ხელს უშლიან არასამთავრობო ორგანიზაციები, კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“

საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ დასკვნაში სახელობითად მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უმრავლესობის წევრებს კომისიის დასკვნა გააცნო.

წულუკიანის თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლის ასევე კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“.

„2012 წლიდან დღემდე მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების დესტრუქციული საქმიანობის ფონზე, საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. 2012-2025 წწ-ში საქართველოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. ამის გამო, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს არ მისცემია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი. დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალიან მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება. მის ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც მოცულობით დასკვნაში არის წარმოდგენილი, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ დასკვნაში სახელობითად მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან ამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა კოალიცია „ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „|გახარია-საქართველოსთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!