თეა წულუკიანი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ზომას მიმართა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა.

როგორც წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა, „დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისთვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“.

„მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები ჩვენს ქვეყანას არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, კონკრეტულმა პირებმა აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს საქართველოში მძვინვარებდა და დღესაც გარკვეულწილად აქტუალურია. ამ დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისთვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში.

შემაჯამებელი შეფასების სახით უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით, პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავ კეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი „განვითარების ეპოქად“ შეირაცხოს“, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობრივი წარსულისგან „განიბანოს“ და გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად აგრძელებდეს კონსტიტუციური წყობილების სტაბილურობის და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებულ საქმიანობას“, - განაცხადა წულუკიანმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში