შალვა პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიის დასკვნა უცხოელი პოლიტიკოსებისთვის არის შანსი, გაიაზრონ, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს - დასკვნა ითარგმნება მათთვის, ვისაც წინა რეჟიმის მიმართ სენტიმენტები აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ითარგმნება და ეს განსაკუთრებით მათთვის გაკეთდება, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რაღაც სენტიმენტები აქვს“.

როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა უცხოელი პოლიტიკოსებისთვის არის შანსი, გაიაზრონ, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს.

„სამწუხაროა, რომ დღემდე სხვადასხვა, მათ შორის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის არათუ „ნაციონალური“ რეჟიმის სისასტიკის დაკნინება, არამედ პირიქით - შექებაც კი.

სულ ახლახან, ცოტა ხნის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზატორს უწოდებს - იმ ადამიანს, რომლის ნახელავიც დღეს კომისიის ანგარიშის სახით მოვისმინეთ თუ რა დამართა მან ქვეყანას, რომელშიც ის გაიზარდა და რომლის მოქალაქეც გარკვეული პერიოდი იყო. მართალია, დღეს სხვა ქვეყნის დროშაზე იფიცებს, მაგრამ რაღაც პერიოდი ამ ქვეყანამ მისცა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების სათავეში ყოფილიყო.

ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, მათ შორის იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც თავის დროზე ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ 2012 წელსვე სათანადოდ შეეფასებინათ ის დიქტატორული რეჟიმი, რომელიც დამყარებული იყო. ახლა ეს არის ხელმეორე შანსი, რომელიც უცხოელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებების წარმომადგენლებს თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეძლევათ - მათ, ვინც ასე იოლად პოზირებს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ახლა ქართული საზოგადოება მათ აძლევს მეორე შანსს, რომ გაიაზრონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მფარველობდნენ თავის დროზე და დღემდე მფარველობს ზოგიერთი. ეს არის შანსი ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის მიერ მიცემული შანსი მათთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგმონ რეჟიმი, რომელიც არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ შორის ზოგიერთი უცხოური ძალის განსაკუთრებული ხელშეწყობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია