სალომე ზურაბიშვილი - სად არის სახალხო დამცველი? - იგი დუმს და უმოქმედოა

სად არის სახალხო დამცველი, როცა პოლიტპატიმრების სასამართლოების დროს ვხედავთ ჩვენს მოქალაქეებზე უხეშ, დამამცირებელ მოპყრობასა და ძალადობას, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო. იგი დუმს და უმოქმედოა - მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს! იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სახალხო დამცველი საზოგადოების უფლების შეზღუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი, დუმს და უმოქმედოა.

„იგი დუმს და უმოქმედოა მანდატურების ამ მიუღებელ და აღმაშფოთებელ საქციელთან დაკავშირებით;

იგი დუმს და უმოქმედოა, საზოგადოების უფლების შეზღვუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი;

იგი დუმს და უმოქმედოა, მაშინ როცა ვალდებულია ადამიანის უფლებები დაიცვას, აიღოს მანდატით მინიჭებული პასუხისმგებლობა და მსგავსი ფაქტების მიმართ ჰქონდეს შესაბამისი და მყისიერი რეაგირება;

იგი დუმს და უმოქმედოა, რითიც ამართლებს ძალადობრივ გარემოს და იმ უსამართლობის გარდა, რაც სასამართლოს დარბაზებში ხდება, საზოგადოებაში კიდევ უფრო აძლიერებს დაუცველობისა და უსამართლობის განცდას;

მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს!

იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები“, -წერს სალომე სამადაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე