კახა კალაძემ ნათელა ვაშაკიძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ფარმაცევტ ნათელა ვაშაკიძეს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ნათელა ვაშაკიძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.

„მთელი გულით გილოცავთ 100 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. სიხარული, ხვავი, ბარაქა და ბედნიერება არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს. როგორც იცით, თბილისის მერია ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც 100 და მეტი წლის მოქალაქეებს 10 000 ლარით ასაჩუქრებს. იმედი მაქვს, 100 წლის და უფროსი ასაკის რაც შეიძლება ბევრი მოქალაქე ეყოლება თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავად ნათელა ვაშაკიძემ თბილისის მერს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივად სიცოცხლის საიდუმლო სამშობლოს სიყვარულია.

„წარმოშობით სამტრედიის რაიონიდან ვარ და განსაკუთრებით მეამაყება, ასეთი წარმატებული მერი რომ ჰყავს ჩვენს დედაქალაქს. ჩემი ნატვრა იყო, შეგხვედროდით, რომ დამელოცეთ და მადლობა მეთქვა იმ საქმეებისთვის, რასაც აკეთებთ. დღეს ეს ნატვრა შემისრულდა, თქვენ თავად მესტუმრეთ. 64 წელი ვიმუშავე, მეამაყება ჩემი განვლილი გზა. ასეთი ბედნიერი დღე დამიდგა. მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ვისაც სამშობლო უყვარს, ვინც თავისი ქვეყნისთვის ნამდვილად იბრძვის, უფალს ვთხოვ, რომ ბედნიერად და ჯანმრთელად იყოს“, - განაცხადა ნათელა ვაშაკიძემ.

პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერიამ მიმდინარე წელს შესაბამისი პროგრამის ბენეფიტი 10-ჯერ გაზარდა.

„10 000-ლარიან ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.

მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დამატებით საჭიროა იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.

ფულადი დახმარება ირიცხება ხანდაზმული პირის საბანკო ანგარიშზე, მომსახურე ბანკიდან პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე უკვე ისარგებლეს მერიის აღნიშნული პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.

დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე