ადვოკატთა ასოციაციამ პენსილვანიის შტატის მოსამართლეს უმასპინძლა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, პენსილვანიის შტატის მოსამართლეს ანდრეა ჰუდაკ დაფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოსამართლეო პრაქტიკა და რეზონანსულ საქმეებზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თავისებურებები.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემატიკას, მათ შორის ნარკოდამოკიდებულ პირთა მხარდაჭერის პროექტებს.

მოსამართლე ანდრეა ჰუდაკ დაფი ცნობილია თავისი ინიციატივით - Drug Addiction Resource Alliance (DARA), რომლის მიზანია ნარკოდამოკიდებულ პირთა მხარდაჭერა და მათთვის მკურნალობის რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს