ლევან სანიკიძე - კომისიის მიზანია ორ თარიღზე ისტორიის ცვლილება, რომელიც მათ უფროსს, პუტინს აწუხებს - რაც შეეხება სასამართლოს, დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ „კლანში” სერიოზული დაპირისპირებაა „ოცნების” წარმომადგენლებთან

სასამართლო კლანში არის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, მოსამართლეებს არ სურთ, ბიძინა ივანიშვილს „ჩაჰყვნენ“, ამიტომ, მისი თქმით, დიდი გრძელვადიანი სასჯელის მისჯისგან თავს იკავებენ.

“ჩვენ დადასტურებით გვაქვს ერთი ინფორმაცია, რომ სასამართლო კლანში არის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან მაღალი სასჯელის ზომის გამოყენების შესახებ. ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა და მათ არ სურთ, ე.წ. ნარკოტიკის ჩადების საქმეებზე 20-წლიანი ან სამუდამო პატიმრობების გამოყენება იმიტომ, რომ ის მოსამართლე მერე ავტომატურად არის წყალწაღებული, აღარაფერი აღარ უშველის, ის საერთაშორისო სანქციების ქვეშაც მოჰყვება და ესენი არის ისეთი საქმეები, რომლებზეც შეწყალების უფლება და ამნისტია სხვანაირად მუშაობს და, შესაბამისად, ამ ხალხს საერთოდ არ უნდა, რომ ივანიშვილს ჩაჰყვეს. ის ხალხი ამ განაჩენებს იმიტომ იღებს, რომ მიიღოს სარგებელი, საკუთარი ოჯახის წევრები გაამდიდროს და ა.შ.”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენაც შეაფასა და განაცხადა, რომ ამ კომისიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებების რევიზირება, რომელიც აგვისტოს ომზე იყო მიღებული.

“ფაქტია, რომ ეს კომისია თავიდანვე შეფუთეს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო და გასამართლების კომისია, მაგრამ ეს დასკვნა არ არის მიმართული “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. ამ კომისიის შექმნის მთავარი მიზანი იყო (და ვერ დაარქვეს ეს სახელი) 2008 წლის ომის ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებების რევიზირება. ყველაზე დიდი დრო დაუთმო 2008 წელზე ლაპარაკს, უბრალოდ, პროპაგანდისტულად ვერ თქვეს, რომ ეს არის ომის საგამოძიებო კომისია. ამ კომისიის მთავარი მიზანი არის ორი თარიღის შესახებ ისტორიის ცვლილება - 2003 წლის 23 ნოემბრისა და 2008 წლის 7 აგვისტოს - ეს არის ის ორი თარიღი, რომელიც პირადად ამათ უფროსს, ამათ წყაროს, ვლადიმერ პუტინს აწუხებს”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება