კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს - ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის დასახმარებლად, ეს ჩვენი ძმური მოვალეობაა

თუ ფხენიანს როგორმე შეუძლია რუსეთის დახმარება, ის ამას აუცილებლად გააკეთებს, ეს ძმური მოვალეობაა, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თუ არის რამე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია რუსეთის დასახმარებლად, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ამას ძმურ მოვალეობად ჩავთვლით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის დასახმარებლად“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა პუტინთან შეხვედრაზე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა პეკინში მიმდინარეობს, სადაც ისინი მანამდე იაპონიის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა