ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს - ჩვენი ქვეყნები ნაციზმის, ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში მონაწილეობდნენ

რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთად მონაწილეობდნენ ნაციზმის, ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნები მონაწილეობდნენ ნაციზმის, ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს სთხოვა, ჩრდილოელ კორეელ ხალხს მადლიერების სიტყვები გადასცეს.

„გთხოვთ, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხს მადლიერების ყველაზე თბილი სიტყვები გადასცეთ“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.

მისი თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქის უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განთავისუფლებაში, კიმ ჩენ ინის პირადი ინიციატივით.

„თქვენი ინიციატივით, როგორც ცნობილია, თქვენმა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქის განთავისუფლებაში, ჩვენი ახალი შეთანხმების სრული დაცვით. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ჯარისკაცები მამაცურად და გმირულად იბრძოდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.

შეხვედრამდე, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა, სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის წინააღმდეგ ჩინეთის ომსა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ტიანანმენის მოედანზე სამხედრო აღლუმს და სახალხო დარბაზში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა