საბა სხვიტარიძის დედა - „ოცნებას“ იმის ოცნება არ ჰქონდეს, რომ მე დავიღლები და დავნებდები - ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი

„ოცნებას“ იმის ოცნება არ ჰქონდეს, რომ მე დავიღლები და დავნებდები, რადგან აბსოლუტურად მართალია ჩემი შვილი. ის სასტიკად ნაწამებია, ასევე, არ იყო მსჯავრდებული და სამარტოო საკანში გამოკეტეს 9 თვეა, - ამის შესახებ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის დედამ, ელენე ახობაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ახლა დაკავებულთა დედების ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

„ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ. 2 წელი ამათი გადმოგდებული საკენკია, რითაც ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ, მაგრამ ვერ ვკმაყოფილდებით, რადგან ჩვენი შვილები არიან მართლები და არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ბრძოლა აუცილებლად დაიწყება, ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი“, - განაცხადა ახობაძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს