კახა კალაძე - ახალ სააღმზრდელო წელს N109 და N50 განახლებული საბავშვო ბაღები გაიხსნება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალ სააღმზრდელო წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.

კერძოდ, მისი თქმით, ისნის რაიონში N109 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნება, სექტემბრის ბოლომდე კი კიდევ ერთი ბაღი დაბრუნდება ახალ შენობაში.

„N109 ბაღი ერთ-ერთი უდიდესია თბილისის მასშტაბით და 20 ჯგუფით მოემსახურება 600-ზე მეტ აღსაზრდელს. სექტემბრის ბოლომდე კიდევ ერთი საბავშვო ბაღი დაბრუნდება სრულიად ახალ შენობაში. გლდანის რაიონში, კერძოდ კი ზაჰესის დასახლებაში მდებარე N50 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დასრულებულია და პატარების მისაღებად ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ორივე, N109 და N50 საბავშვო ბაღები მშენებლობის პერიოდში ალტერნატიულ ფართებში ფუნქციონირებდა, რამდენიმე კვირაში კი ისინი განახლებულ, კეთილმოწყობილ და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ სკოლამდელი განათლების მიღებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ახალი ბაღების გახსნის სამზადისის პარალელურად, ბაღების სააგენტო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„ბაღების განახლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და მსხვილი სარემონტო სამუშაოები თბილისის ათ საბავშვო ბაღში, რაც მოიცავს ფასადის განახლებას, ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოებისა და ვერანდების კეთილმოწყობას, სადრენაჟე და გათბობის სისტემების სრულ განახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საბავშვო ბაღში, საჭიროებისამებრ, განახლდა და შეივსო სააღმზრდელო და ტექნიკური სამუშაოებისთვის განკუთვნილი ინვენტარი: მეთოდოლოგიური რესურსები, სათამაშოები, სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ავეჯი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე