საბა სხვიტარიძის ადვოკატი - როცა უდანაშაულო ადამიანს ამტყუნებ და სასჯელს არჩევ, მინიმუმ, ყველაზე მსუბუქი სასჯელი უნდა აარჩიო, რომ წამებაში დაზარალებული ადამიანი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში არ გაუშვა

როცა უდანაშაულო ადამიანს ამტყუნებ და სასჯელს არჩევ, მინიმუმ, ყველაზე მსუბუქი სასჯელი უნდა აარჩიო, რომ წამებაში დაზარალებული ადამიანი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში არ გაუშვა, - ამის შესახებ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს იმისთვის, რომ საქმე ევროპულ სასამართლოში წავიდეს.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ობიექტურია და მტკიცებულებათა ერთობლიობას ეფუძნება. მათ შორის, სასჯელის სახეობასაც არ ვეთანხმებით, რადგან ამ მუხლს ალტერნატიული სასჯელებიც აქვს, მათ შორის, ასევე ჯარიმა, შინაპატიმრობა, ასევე 6 თვიდან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა. როცა უდანაშაულო ადამიანს ამტყუნებ და სასჯელს არჩევ, მინიმუმ, ყველაზე მსუბუქი სასჯელი უნდა აარჩიო, რომ წამებაში დაზარალებული ადამიანი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში არ გაუშვა. ამიტომ, არც მორალურად, არც სამართლებრივად, სასამართლოს სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია.

რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ, ეს ისეთი სიტყვაა, თითქოს, მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო რამეს შეცვლის. მხოლოდ ფორმალური მიზნებიდან გამომდინარე გავასაჩივრებთ, რომ ევროსასამართლოში ის სტანდარტი არ დავარღვიოთ, რომელიც ეროვნულ დონეზე ყველანაირი შესაძლებლობის ამოწურვას გულისხმობს",- განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს