მამუკა მდინარაძე - პარლამენტი მართლა ჩემი მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება - დრო გავა და მე ალბათ, ამ ოჯახში დავბრუნდები, რადგან მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის

[პარლამენტი] ეს ჩემი მართლა მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და მე ალბათ, ამ ოჯახში დავბრუნდები, რადგან მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.

მდინარაძემ პარლამენტის თითოეულ წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ცოტა გული მწყდება, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ოჯახივით არის. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, მართლა მეორე ოჯახი არის და იყო ჩემი. მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან, დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე, ამ ათიათასობით ადამიანს, ყველას მადლობა გადავუხადო ამ წლებისთვის. ეს ჩემი მართლა მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და მე ალბათ ამ ოჯახში დავბრუნდები, რადგან მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის. მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ მე შემეძლება დღეიდან სხვა მიმართულებიდან ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. თუ ჩემს ნამუშევარს, წლების შემდეგ, შეაფასებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ფასი ამ შეფასებას პირადად ჩემთვის ანუ თუ იტყვიან, რომ ეს სამსახური თვისებრივად ახალ სამსახურად შედგა, თვისებრივად მოდიფიცირებულ სამსახურად შედგა, სხვა ხარისხის სიძლიერის სამსახურად შედგა. ასევე თუ მის თითოეულ წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ისედაც ამაყები არიან თავიანთი საქმიანობით და ამას იმსახურებენ რომ ამაყები იყვნენ, კიდევ უფრო ამაყები და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ამის გამო“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ახალ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85- მა წევრმა დაუჭირა მხარი. პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს. სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა