მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი გაიხსნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად არჩეული ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი გაიხსნება.

მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით, საგანმანათლებლო პროგრამები გაძლიერდება, ჩატარდება ტრენინგები.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები იმისათვის, რომ შესაბამისობაში ვიყოთ იმ მკაფიო განაცხადთან, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა“.

„ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ეს ბუნებრივია. ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ქვეყანამ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისგან, ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს...

მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება, თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი. მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც ვთქვათ, უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების სამსახურის მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე ვიზრუნებ. ამ ხალხს სჭირდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავიანთი საამაყო პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულონ და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობდეს. ასევე, კონკრეტული პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, თითოეული მიმართულებით დახვეწა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკამ მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო