გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და პირებს, მათ შორის რამზან კადიროვის დედას, სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ 11 ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც მოსკოვის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და ინდოქტრინაციაში არიან ჩართულები, სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კრემლის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის, ინდოქტრინაციისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა საზიზღარია“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.

სანქცირებულებს შორის არის ორგანიზაცია ახმატ კადიროვის ფონდი, რომელიც უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეაბილიტაციის პროგრამებს ახორციელებს და მათ სამხედრო წვრთნებს უტარებს, და მისი პრეზიდენტი, აიმანი ნესიევნა კადიროვა, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დედაა.

სასანქციო სია ასევე მოიცავს გაერთიანება „პირველების მოძრაობას“, ორგანიზაცია „გამარჯვების მოხალისეებს“, ასევე ლეილა ფაზლევას, ინატ სადიკოვს, ზამიდ ჩალაევს, ვალერი მაიოროვს და სხვა ფიზიკურ პირებს.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და სხვა ზომებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა